ეკატერინე დგებუაძე გურიის რეგიონის სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა

გურიის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას ეწვია, სადაც რეგიონის სკოლის დირექტორებსა და „ახალი სკოლის მოდელის“ ადგილობრივ ექსპერტებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე, მათ შორის, პანდემიის პირობებში სკოლების მართვის საკითხებზე, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესზე, პედაგოგთა გამოცდებსა და სპეცმასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე. შეხვედრის ბოლოს კი დირექტორების შეკითხვებს უპასუხა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო. გასულ წელს სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სკოლაში მოეწყო სველი წერტილები, მოპირკეთდა სკოლის შიდა ეზო, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 192,416 ლარი გამოიყო.

იხილეთ ვიდეო:ეკატერინე დგებუაძე გურიის რეგიონის სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა