15 წლის მოზარდის ძმა - ჩემი და დილით მოიყვანა პოლიციამ, მხიარულადაა, ვერ გიპასუხებთ სად იყო

თბილისში დაკარგული 15 წლის მოზარდის, ნინო ჯარიაშვილის ძმის განცხადებით, მისი და სამართალდამცავებმა საცხოვრებელ სახლში დღეს დილით მიიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მოზარდის ძმამ, ვახო ჯარიაშვილმა განუცხადა.

როგორც ვახო ჯარიაშვილი ამბობს, მისი და თავს კარგად გრძნობს.

„დილით მოიყვანეს სახლში. ჯერ შოკში ვარ, ვერაფერს გიპასუხებთ. მშვენიერი მდგომარეობა აქვს, თავს ბედნიერად გრძნობს. კარგად არის, მხიარულადაა. ვერ გიპასუხებთ სად იყო“, - განაცხადა ვახო ჯარიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მოზარდის ძმა კომენტარს არ აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ნინო ჯარიაშვილს ოჯახთან ცხოვრება არ უნდა. ჯარიაშვილი არც იმას ამბობს, გამოკითხეს თუ არა სამართალდამცავებმა 15 წლის მოზარდი.

იხილეთ ვიდეო:"კიდევ შოკში ვარ, ბედნიერად გრძნობს თავს" - რას ამბობს ძმა, რომლის და თბილისში, ხუთდღიანი ძებნის შემდეგ დღეს იპოვნეს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს