“საყდრისის კომიტეტი” დამთვალიერებლებს მოუწოდებს, ანანურის გალავნის დაზიანებულ ნაწილებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

ანანურის ციხე-კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე კომპლექსის გალავნის და დაზიანებული ქონგურების აღდგენა-გამაგრება იგეგმება.

“საყდრისის კომიტეტი” დამთვალიერებლებს მოუწოდებს, მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და გალავნის დაზიანებულ ნაწილებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

23 ივლისს “საყდრისის კომიტეტის” წევრებმა ანანურის კომპლექსში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

„მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ტერიტორია შემოსაზღვრულია სპეციალური ლენტებით და არაერთხელ მოხდა დამთვალიერებელთა გაფრთხილებაც, კომპლექსის დაზიანებულ ნაწილებზე უკონტროლო გადაადგილება მაინც არ წყდება, რაც საფრთხეს არა მარტო ძეგლს, არამედ თავად დამთვალიერებელთა სიცოცხლესაც უქმნის, განსაკუთრებით ბავშვებისას.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, “საყდრისის კომიტეტი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამთვალიერებლებს, გამოიჩინონ მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ გალავნის დაზიანებულ ნაწილებზე გადაადგილებისგან.

ანანურში შექმნილი სიტუაცია საზოგადოებისთვის 2019 წლის 18 ივლისს გახდა ცნობილი, როცა „საყდრისის კომიტეტმა“ გაავრცელა საკუთარი ვიდეო-კადრები, სადაც კარგად ჩანდა, თუ როგორ აზიანებდა ტურისტების უკონტროლო გადაადგილება ანანურის ციხე-კომპლექსის ისედაც უკვე ჩამოშლილ გალავანს და ქონგურებს.

აქტივისტების თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყო კოშკები და ღვთაების ტაძრის ფრესკები. ანანურის კომპლექსის მძიმე მდგომარეობამ საზოგადოებისა და მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია. მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ იგეგმებოდა ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2020 წელს უნდა დაწყებულიყო.

2020 წლის 23 ივნისს „საყდრისის კომიტეტის” აქტივისტებმა კვლავ გაავრცელეს ვიდეო-კადრები, რომელიც ძეგლის ამჟამინდელ რთულ მდგომარეობას ასახავდა და უმოკლეს დროში დაანონსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მოითხოვეს. „საყდრისის კომიტეტი“ მომავალშიც გააგრძელებს ანანურის ციხე-კომპლექსის მონიტორინგს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო