გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" კახეთიდან დაიწყო

ყვარელში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე (კუდიგორის #2), სადაც წიგნების გამოფენა-გაყიდვაა და 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, მკითხველს დილის 10:00 საათიდან დახვდა სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა.

ასევე, ყვარელი პროექტ „მაკულიტერატურას“ მასპინძლობს. მომხმარებელს საშუალება აქვს, 1 კგ მაკულატურა 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვალოს. თაბახის ფურცლების, ძველი წიგნების, ჟურნალ-გაზეთების სანაცვლოდ მათ ადგილზე ახალი და საინტერესო ლიტერატურის დიდი არჩევანი ელოდებათ.

გამოფენა-გაყიდვა და "მაკულიტერატურის" აქცია ადგილზე 18:00 საათამდე გასტანს.

25 - 26 ივლისს გამოფენა-გაყიდვა გადაინაცვლებს თელავში, თეატრის მიმდებარე ტერტორიაზე (ერეკლე II-ის ქუჩა). აქაც შესაძლებელი იქნება მაკულატურის გადაცვლა წიგნებში (1კგ=1 ლარს) . 25 ივლისს, საღამოს 19:00 საათზე კი თელავის "ბიბლუსი გალერეა“ ქართველ მწერლებს მასპინძლობს: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი, ნიკოლას მაჩაბელი თელაველ მკითხველს შეხვდებიან. ისინი ინტერაქციულ წიგნს "ფენიქსს" წარადგენენ. ეს სხვანაირი წიგნია, რომლის ანალოგი საქართველოში არ არსებობს და ერთგვარი ლიტერატურული ექსპერიმენტია. 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება მაკულიტერატურის აქცია თელავში, რომლის ფარგლებშიც, 1კგ მაკულატურა =1 ლარის ღირებულების წიგნს.

შეგახსენებთ, რომ "ლიტერატურული გაჩერება", მთელი საქართველოს მასშტაბით, 19 აგვისტოს ჩათვლით გასტანს და ბახმაროში დასრულდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/events/321244919053847/

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს