19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება, 5 - გაჩიანს, 2 - იმპორტირებულია, 1 - სამედიცინო პერსონალია, 3-ის ინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება, 5 გაჩიანიდან არის, 2 იმპორტირებულია, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, სამ შემთხვევაში კი ინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კოვიდცენტრებში სულ 214 პაციენტი მკურნალობს.

„8 შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან, 5 გაჩიანიდან, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, ერთ-ერთი აქედან არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 1 სამედიცინო პერსონალია და სამ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1104-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 1-ით გაიზარდა და 912-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო:19 შემთხვევიდან 8 არის ლილოს ბაზრობიდან - უახლესი ინფორმაცია მარინა ეზუგბაიასგან

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა