თურქეთის საგარეო უწყება - პრეზიდენტ მაკრონის განცხადებებს ჩვენი ქვეყნისთვის ღირებულება არ გააჩნია

თურქეთს სანქციებით ვერ დაემუქრებიან, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აკსოიმ განაცხადა, რითაც ის საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც საბერძნეთისა და კვიპროსის ტერიტორიული წყლების ხელყოფისთვის თურქეთის წინააღმდეგ ევროკავშირისგან სანქციების დაწესება მოითხოვა.

მისივე თქმით, პრეზიდენტ მაკრონის განცხადებებს თურქეთისთვის არავითარი ღირებულება არ გააჩნია.

„პრეზიდენტ მაკრონის განცხადებებს ჩვენი ქვეყნისთვის არავითარი ღირებულება არ გააჩნია და მუქარას შედეგი არ ექნება,“ - აღნიშნა ჰამი აკსოიმ.

მისი მტკიცებით, საფრანგეთი კარგავს ნეიტრალიტეტს და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებული სიტუაციის სტაბილურობაში წვლილის შეტანის შანსს.

„საფრანგეთმა საკუთარი პოლიტიკიდან შედეგების მიღება ვერ მოახერხა და ის ამას ვერც მომავალში შეძლებს,“- აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის მოქმედებები გააკრიტიკა და თურქეთის წინააღმდეგ ევროკავშირისგან სანქციების დაწესება მოითხოვა. „მიუღებელია, რომ ჩვენი კავშირის წევრი ქვეყნების საზღვაო სივრცე დაარღვიონ ან მათ დაემუქრონ. მათ, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი, სანქციები უნდა დაუწესდეს. ევროპამ მტკიცედ უნდა დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი“,- აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა