დავით ზალკალიანი - ოპონენტებმა უშედეგოდ სცადეს წარმოეჩინათ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის  მნიშვნელოვანი დოკუმენტის კონტექსტში

მივესალმები აშშ–ს სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ–ს სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცებით, კიდევ ერთხელ გამოიხატა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა.

„დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს. იგი ეხმიანება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, გამოყოფს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და ასევე აშშ-ს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას დაეხმაროს პარტნიორებს როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე არსებული საფრთხეების დასაძლევად მდგრადობის გაძლიერების კუთხით.

როგორც იცით წარმომადგენელთა პალატამ 21 ივლისს დაამტკიცა კანონპროექტის მისი ვერსია, რომელიც ასევე შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გზავნილებს.

ნიშანდობლივია, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ორივე პალატის ვერსია, ერთმნიშვნელოვანია შეფასებაში და ყოველგვარი პირობითობის გარეშე, ხაზს უსვამს მის სტრატეგიულ პარტნიორთან - საქართველოსთან თანამშრომლობის სიღრმესა და სიმტკიცეს, იქნება ეს ორმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, თუ, გლობალურად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ჩართულობა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე - სენატისა და წარმომადგენელთა პალატის - მიერ დამტკიცებული ვერსიები არის ორმხრივი ურთიერთობის მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება ამერიკის კონგრესის მხრიდან და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობას.

ეს სწორედ ის საკითხებია, რომელსაც ჩვენი გუნდი განიხილავს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენ თვალსაჩინოდ ვხედავთ ამ თანამშრომლობის შედეგებს. განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, რომელთაც ამ შემთხვევაშიც უშედეგოდ სცადეს წარმოეჩინათ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის კონტექსტში” , - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა