არჩილ თალაკვაძე - კენ ვოლკერის რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის საქართველოში გახსნა აჩვენებს ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრულ ურთიერთობებს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის საქართველოში გახსნა კიდევ ერთელ აჩვენებს ქართველი და ამერიკელი ხალხის მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებს.

თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ამ მეგობრობით კიდევ უფრო მეტი პროგრესი და სიკეთე მიიღოს საზოგადოებამ.

„ჯანმრთელობა არის სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა. ამიტომ ცენტრი, რომელიც დღეს გაიხსნა, ბუნებრივია, ემსახურება იმ უმთავრეს მიზანს, რომ ჩვენი მოქალაქეები შეუფერხებლად მონაწილეობდნენ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების განვითარებაში. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა შეძლონ უფრო სრულყოფილად საკუთარი შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზება. ეს ცენტრი არის კიდევ ერთი ძლიერი და შთამბეჭდავი მაგალითი ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობის. დღეს ეს პროექტი აჩვენებს, თუ როგორი მეგობრული და მტკიცე ურთიერთობები არსებობს ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდეს, გაძლიერდეს და ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტი სიკეთე და პროგრესი მიიღოს ამ მეგობრობისგან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა