ეკატერინე ტიკარაძე - კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნა ქართული საზოგადოებისთვის დიდი მონაპოვარია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნა, ქართული საზოგადოებისთვის დიდი მონაპოვარია.

ტიკარაძის თქმით, ეს კლინიკა არის ორი ქვეყნის მეგობრობისა და პარტნიორული თანამშრომლობის სიმბოლო.

„მე მინდა მივულოცო ქართველ ერს და ჩვენს კოლეგებს ის მონაპოვარი, რომელიც დღეს ჩვენ ერთობლივად დავათვალიერეთ. ეს ნამდვილარ არის ორი ქვეყნის პარტნიორული თანამშრომლობისა და იმ მულტისექტორული მიდგომის სიმბოლო. მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პრევენცია, მაგრამ რეაბილიტაციაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ დავეხმაროთ ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უდგას საჭიროება შეიძინოს ახალი ფუნქციური თვისებები და შეძლოს საკუთარი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. ამისათვის ნამდვილად საჭიროა მაღალკვალიფიციური დახმარება. კენ ვოლკერის ამ იდეამ ნამდვილად ცხადყო, რომ შესაძლებელია ერთობლივად მიღწეულ იქნას მსგავსი შესაძლებლობები და ეს ნამდვილად იქნება ჩვენი პაციენტებისა და საზოგადოებისთვის ძალიან დიდი მონაპოვარი. მე მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ს ყველა იმ განხორციელებული პროექტისათვის და მათი ხარისხისთვის, რომელიც მათ ასე ახასიათებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა