„თელასი“ 2020 წლის პირველი ნახევრის ოპერაციულ მაჩვენებლებს აქვეყნებს

2020 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1 306,6 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 10% (145,8 მილიონი კვტ*სთ-ით) ნაკლებია 2019 წლის პირველი ნახევრის მოხმარების მოცულობაზე (1 452,4 მილიონი კვტ*სთ).

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტროენერგიის მოხმარების კლება განაპირობა ქვეყანაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ (21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით), რამაც რიგი საწარმოების და კომპანიების საქმიანობის შეჩერება გამოიწვია.

მათი ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ივნისში 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 9,2%-ით (126,8 მილიონი კვტ*სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 1 248,2 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. კომპანიის განმარტებით, ამ მაჩვენებლის შემცირებაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ განაპირობა.

„სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2020 წლის ექვსი თვის მონაცემებით 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,5%-ით (22,8 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 668,3 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 601,8 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 66,5 ათასი – იურიდიური პირი.

2020 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 966 კმ შეადგინა, რაც 2,1%-ით (124 კმ-ით) აღემატება 2019 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელს (5 842 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა“,-აღნიშნულია კომპანია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს