გიორგი გახარია - ცუდია, რომ ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ

ცუდია ის, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, რომ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კენ ვოლკერის სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას.

„ჩემი მოსაზრებები ამასთან მიმართებაში არის ძალიან მარტივი. ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და ჩვენს ქვეყანას შორის თანამშრომლობა ღრმავდება. თანამშრომლობის ისეთ სფეროებზეა საუბარი - თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიზაცია, განათლება, ვაჭრობა, ეკონომიკა. რა თქმა უნდა, ცალკეულ ჩვენს მეგობარს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და რა თქმა უნდა, მათ აქვთ ამ კითხვების დასმის უფლება ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს პასუხის გაცემის უფლება. ხედავთ, რომ ეს კითხვები დროთა განმავლობაში იხსნება. ცუდია ის, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას. ეს ყველას კარგად ესმის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ასეთი მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ ამას შესაბამისი და საკადრისი პასუხი ექნება როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“, - განაცხადა გახარიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო