პრემიერი - კითხვის ნიშნებთან მიმართებაში, რაც არსებობს, კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი დაემუქრება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მოხარულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ანგარიშს მოამზადებს, რადგან ეს მათ ინტერესებშია.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში გამოხატვის თავისუფლებიდან, მედია პლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი დაემუქრება.

„ჩვენ მოხარულები ვარ, რომ სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესების შეფასება მოხდება. პირიქით, ეს ჩვენს ინტერესებშია. ამ პროცესებში არავის ჩვენ თვითონ ეჭვი არ გვეპარება. კითხვის ნიშნები, რაც არსებობს, ამასთანაც კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან საქართველოში გამოხატვის თავისუფლებიდან, მედია პლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი დაემუქრება. მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების ფასი ძალიან კარგად შეიგრძნო, სამართლიანობის ფასიც ძალიან კარგად შეიგრძნო, მედია თავისუფლებისა და პლურალიზმის ფასსაც ძალიან კარგად გრძნობს. ახლა მიხვდება, რას ნიშნავს პროპორციულთან უფრო ახლოს მყოფი საარჩენო სისტემა, როგორ შეცვლის პოზიტიურისკენ ქართულ პოლიტიკურ კულტურას და ამას უკან ვერავინ დააბრუნებს. რაც უფრო მეტი შეფასება იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, საქართველოს დემოკრატიზაციის კონსოლიდაციის პროცესის, ჩვენ ამით მხოლოდ მოხარულები ვართ“, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო