ქალი, რომელსაც გარდაბანში კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავის აგრარულ ბაზარში ვაჭრობდა

ქალი, რომელსაც გარდაბანში კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავის აგრარულ ბაზარში ვაჭრობდა. ამის შესახებ ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი. ინფორმაციას სოფლის რწმუნებულიც ადასტურებს.

„გუშინ გარდაბნის რაიონში, სოფელ ბირლიკში მცხოვრებ ქალბატონს მართლაც დაუდასტურდა კორონავირუსი, ვისგანაც შემდგომ მისი მეუღლე და ასევე მისი ძმა და რძალი დაინფიცირდნენ. სოფელში ჯერჯერობით ეს ოთხი დადასტურებული შემთხვევაა. არ ვიცი, მას კიდევ რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ან ვინ იყო პირველწყარო. ეს ქალბატონი რუსთავის აგრარულ ბაზარში მუშაობდა და არ არის გამორიცხული, სხვა დაინფიცირებულებიც გამოჩნდნენ. დღეს ტესტირება კეთდება სოფელში და დანარჩენი ტესტირების შემდეგ გამოჩნდება“, - განუცხადა ambebi.ge-ს სოფლის რწმუნებულმა ილგარ მურადოვმა.

იხილეთ ვიდეო:ქალი, რომელსაც გარდაბანში კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავის აგრარულ ბაზარში ვაჭრობდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა