პრემიერი აზერბაიჯანული გამოცემის  ინფორმაციაზე - საქართველოს პოლიტიკური პრობლემა არ ექნება - ეს ინფორმაცია მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციაა

საქართველოს პერემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოს გავლით სომხეთში ნაღმტყორცნების ჩატანის შესახებ „მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციაა“.

გახარიას თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი ემუქრება.

„საქართველოს პოლიტიკური პრობლემა, რა თქმა უნდა, არ ექნება, რადგან ჩვენ, ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ სრულად საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ინფორმაცია არის მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია, ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის რაღაც მსჯელობის საკითხი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი არ ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანული გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს გავლით სომხეთში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განკუთვნილი ნაღმტყორცნები ჩაიტანეს.

„თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე და შემდეგაც, საბრძოლო მოქმედებების დროს, სერბეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების დიდი პარტია ჩაიტანეს“, - წერს აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა და ასევე გამოცემისთვის სამხედრო წყაროებიდან გახდა ცნობილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა