არჩილ თალაკვაძე - სამწუხაროდ, მძიმე მემკვიდრეობაა, რაც ჩვენს საზოგადოებას მოყვება და დავით ჭაკუა ამ მემკვიდრეობის ერთ-ერთი მთავარი მაგალითია

სამწუხაროდ, არის მძიმე მემკვიდრეობა, რაც ჩვენს საზოგადოებას მოყვება და ჭაკუა არის ამ მემკვიდრეობის ერთ-ერთი მთავარი მაგალითი, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით ჭაკუას გერმანიიდან ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, „აშკარაა, რომ ძველი ოპოზიციის და მის მიერ მართული მედიასაშუალებების მხრიდან ამ პერიოდის განმავლობაში იყო რეალობის გადაკეთების სერიოზული მცდელობები“.

„ადამიანები, ვინც აწამებდნენ მოქალაქეებს, კლავდნენ, ვინც არღვევდნენ კანონმდებლობას, ინათლებოდნენ ოპოზიციის ლიდერებად, რიგ შემთხვევაში ჟურნალისტებად, რიგ შემთხვევაში კი, პროგრესის მხარდამჭერებად. გერმანიის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, ღირსების, საკუთრების უფლების შელახვა, მკვლელობები და სერიოზული კრიმინალი, რაც ხდებოდა, არ შეიძლება დავივიწყოთ. სამწუხაროდ, ეს არის მძიმე მემკვიდრეობა, რაც ჩვენს საზოგადოებას მოყვება და ჭაკუა არის ამ მემკვიდრეობის ერთ-ერთი მთავარი მაგალითი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს