არჩილ თალაკვაძე თემურ აბაზოვის „ოცნების“ სიაში შესაძლო შეყვანაზე - ეს იყო სპეკულაციები, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია

ეს იყო სპეკულაციები, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ სიაში მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პროპორციულ სიას მმართველი პარტია საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს.

თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას თავადაც მიიღებს, თუმცა, ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, ეს გადაწყვეტილება მე-10 მოწვევის პარლამენტმა უნდა მიიღოს.

„ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად მეც ვგეგმავ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება პროპორციულ სიას, უახლოეს მომავალში მას წარვუდგენთ საზოგადოებას. სიაში იქნება ჩვენი გუნდის არაერთი გამოცდილი წევრი. ასევე იქნებიან ახალი ადამიანები, რომლებმაც უნდა შემოიტანონ პოლიტიკაში მეტი ენერგია, პროგრესი, მეტი იდეები. ჩვენ გვაქვს პროაქტიული დღის წერიგი, ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და რასაკვირველია, სიასაც დავაკომპლექტებთ ძლიერი კადრებით. ეს იყო უსაფუძვლო სპეკულაციები და ინფორმაცია, რაც მედიაში გაჟღერდა მასთან დაკავშირებით, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, სიაში მერამდენე იქნება.

„ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ჩვენ წარვუდგენთ საზოგადოებას ძალიან საინტერესო პროგრამას, განახლებულ გუნდს და იმედი მაქვს, საზოგადოება მომავალზე პასუხისმგებლობას გადმოგვცემს. თუ ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, ამაზე გადაწყვეტილებას მეათე მოწვევის პარლამენტი მიიღებს. წინასწარ ამის თქმა უბრალოდ არაკორექტულია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა