არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის მხრიდან სპეკულაცია იყო - მადლიერები ვართ, რომ ამერიკის კონგრესისგან კიდევ ერთი ძლიერი მხარდაჭერა მივიღეთ

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერაა გამოხატული, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის კონგრესმა მიიღო თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, სადაც საქართველოს მიმართ ძლიერი მხარდაჭერაა გამოხატული და ასევე მხარდაჭერილია ის პროგრესი, რომელსაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ, ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთად მივაღწიეთ. იყო არაერთი კრიტიკული მოსაზრება და ოპოზიციის მხრიდან სპეკულაცია. დღეს უკვე მიღებულ დოკუმენტში ნებისმიერს შეუძლია ნახოს, რომ იქ მხარდაჭერა არის გამოხატული ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. რასაკვირველია, საქართველო აგრძელებს თავისი დემოკრატიის გაძლიერებას, აგრძელებეს პროგრესს და კონსოლიდაციას ჩვენი ნომერ პირველი სტატეგიული პარტნიორის აშშ-ის მხარდაჭერით. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ამერიკის კონგრესის მხრიდან კიდევ ერთი ძლიერი მხადარჭერა მივიღეთ. რასაკვირველია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის მტკიცე, ჩვენ ვაგრძელებთ სვლას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერებისკენ აშშ-თან ერთად და რაც მთავარია, საქართველო აგრძელებს საკუთარი დემოკრატიის გაძლიერებას"- განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო