კელი დეგნანი თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტზე - სრულად უნდა წავიკითხოთ ეს დოკუმენტი, იქ ბევრი პოზიტიური დახასიათება და კომენტარია საქართველოს მიმართ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტში საქართველო პოზიტიურადაა დახასიათებული.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული სენატორი რიშის შესწორებები, დეგნანმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს როგორც რიშის, ასევე ნებისმიერი სხვა წარმომადგენლის კომენტარს.

„სრულად უნდა წავიკითხოთ ეს კანონპროექტი. იქ არის ძალიან ბევრი პოზიტიური დახასიათება და კომენტარი საქართველოს მიმართ, იმასთან დაკავშირებით, თუ რას მიაღწია ქვეყანამ, კიდევ რა მოლოდინია და რა უნდა გააკეთოს მომავალში უსაფრთხოებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ და მნიშვნელოვნად აღვიქვათ ის კომენტარი და ის მესიჯი რაც მოდის სენატორი რიშისგან და ნებისმიერი სხვა წარმომადგენლისგან, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ის ხალხი, ვინც ზრუნავს საქართველოზე, ვინც კარგად იცნობს ამ ქვეყანას და სურვილი აქვს მისი განვითარების და წარმატების ხილვის”, - განაცხადა დეგნანმა.

აშშ–ს სენატმა 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს. იგი ეხმიანება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, გამოყოფს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და ასევე აშშ-ს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას დაეხმაროს პარტნიორებს როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე არსებული საფრთხეების დასაძლევად მდგრადობის გაძლიერების კუთხით.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ის ელჩის განცხადებით, თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტში ბევრი პოზიტიური დახასიათება და კომენტარია საქართველოს მიმართ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა