არჩილ თალაკვაძე „ფრონტერაზე“ - კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ კონსტუქციული პოზიცია გვაქვს

არცერთ კომპანიას, ვინც კეთილსინდისიერად საქმიანობს, საქართველოში საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძე აცხადებს, ჩვენ გვაქვს სასამართლო, კანონები და ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება მარტივი და საიმედოა.

„ფრონტერასთან“ დაკავშირებით არა რომელიმე მხარის შეფასებები, არამედ მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რაც საერთაშორისო არბიტრაჟმა მიიღო. მოგეხსენებათ, საქართველომ ამ დავაში საკუთარი პოზიციები დაიცვა. სიმართლე არის ჩვენს მხარეს. რაც შეეხება შეთავაზებას, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს იმ 1%-ის ფარგლებში, რომელიც კონტრაქტში არის მოცემული, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობლიან მიდგომას ამერიკული ინვესტიციების მიმართ. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ გვაქვს კონსტუქციული პოზიცია და რომ ნებისმიერი საერთაშორისო და უცხოური ინვესტიცია საქართველოში არის დაცული. არცერთ კომპანიას, ვინც კეთილსინდისიერად საქმიანობს, საქართველოში საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ გვაქვს სასამართლო, გვაქვს კანონები და გვაქვს ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება მარტივი და საიმედოა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო