ბულგარეთის პარლამენტმა რამდენიმე ახალი მინისტრი დაამტკიცა

ბულგარეთის პარლამენტმა ქვეყნის ფინანსთა, ეკონომიკის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ტურიზმის მინისტრების პოსტებზე ახალი კანდიდატურები დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sofiaglobe-ი ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ჯანდაცვის მინისტრი კირილ ანანიევი დაინიშნა, რომელიც ძველ პოსტზე კოსტადინ ანგელოვმა ჩაანაცვლა. შინაგან საქმეთა მინისტრი ხრისტო ტერზისკი გახდა, ტურიზმის სფეროს კი მარია ნიკოლოვა უხელმძღვანებებს. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა მინისტრის მოადგილემ ლაჩეზარ ბორისოვმა დაიკავა.

პარლამენტის 240 დეპუტატიდან ახალი მინისტრების დამტკიცებას მხარი 116-მა დაუჭირა, 89 კი წინააღმდეგი წავიდა.

შეგახსენებთ, ბულგარეთში რამდენიმე კვირაა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა ცვლილებების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. აქციის ორგანიზატორები ცვლილებებს არასერიოზულად მიიჩნევენ და უფრო ფართომასშტაბიანი პროტესტით იმუქრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო