კელი დეგნანი „ფრონტერაზე“ - კარგი იქნება თუ შედგება კომუნიკაცია და დიალოგისა და შეთანხმების მიღწევის გზით გადაწყდება ეს საკითხი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება „ფრონტერასთან“ დაკავშირებით მისასალმებელია.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს კარგი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს მთავრობა არის ღია საუბრისთვის და კომუნიკაციისთვის.

„ჩვენ მივესალმეთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს გახლავთ კარგი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობა არის ღია საუბრისთვის და კომუნიკაციისთვის. შესაბამისად, კარგი იქნება თუ შედგება კომუნიკაცია და დიალოგისა და შეთანხმების მიღწევის გზით გადაწყდება ეს საკითხი. საქართველოს მხრიდან სურვილი და ღიაობა კომუნიკაციისა არსებობს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა