დავით ზალკალიანი - წერტილი დაესვა სპეკულაციებს და ოპოზიციის მცდელობას, რომ ვიწროპარტიული ინტერესები შემოეტანათ საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში

საბოლოო ვერსიამ, წერტილი დაუსვა სპეკულაციებს და ოპოზიციის მცდელობას, რომ ვიწროპარტიული ინტერესები შემოეტანათ საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობაში. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ასე იქნება მომავალშიც, რადგან ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის შეუქცევადი,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ახალ დონეზეა აყვანილი.

„ეს გახლდათ მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარდაჭერა საქართველოს ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. არის მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერების მიმართ და რა თქმა უნდა, არის მხარდაჭერა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხითაც. საკანონმდებლო აქტში რეგიონში საქართველო არის განსაკუთრებულად გამოყოფილი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ფუნქცია რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სენატის ვერსია თავდაცვის აქტის, არის მართლაც უპირობო მხარდაჭერა საქართველოს როლის რეგიონში“,- განაცხადა ზალკალიანმა.

აშშ–ს სენატმა 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს. იგი ეხმიანება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, გამოყოფს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და ასევე აშშ-ს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას დაეხმაროს პარტნიორებს როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე არსებული საფრთხეების დასაძლევად მდგრადობის გაძლიერების კუთხით.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
1 მარტს, "ამბასადორი ჯგუფი" კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს - „ამბასადორი გოდერძის“ გახსნის
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)