დავით ზალკალიანი „ფრონტერაზე“ - სამართლებრივად ჩვენი პოზიცია ძალიან ძლიერია

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია „ფრონტერასთან“ დაკავშირებით სამართლებრივად მყარია.

მისი თქმით, არ შეიძლება კომერციული დავა ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობისთვის ზიანის მომტანი გახდეს.

„ამერიკული ინვესტიციები ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციებია, ისევე როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორების ინვესტიცია. ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გაჟღერდა, პირველ რიგში, განპირობებული იყო, რომ აღქმის საშუალება დარჩეთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ სამართლებრივად ჩვენი პოზიცია არის ძალიან ძლიერი, რაც არის გამყარებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა