ეკატერინე ტიკარაძე - კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნა საზოგადოებისთვის დიდი მონაპოვარია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ცენტრი ქართული საზოგადოებისთვის დიდი მონაპოვარია და არის ორი ქვეყნის მეგობრობისა და პარტნიორული თანამშრომლობის სიმბოლო.

ტიკარაძის თქმით, კენ ვოლკერის ამ იდეამ ნამდვილად ცხადო, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბევრი რამ არის შესაძლებელი.

„რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის პრევენცია, მაგრამ რეაბილიტაცია არის ასევე უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ დავეხმაროთ ყველა ჩვენს მოქალაქეს რათა შეძლონ თავისი სიცოცხლის ხარისხის გაუჯობესება. ამისათვის ნამდვილად საჭიროა მაღალკვალიფიციური დახმარება. კენ ვოლკერის ამ იდეამ ნამდვილად ცხადო, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბევრი რამ არის შესაძლებელი. ეს ცენტრი ნამდვილად იქნება ჩვენი პაციენტების და საზოგადოებისთვის ძალიან დიდი მონაპოვარი. დღესდღეობით კლინიკაში მომსახურეობას მიიღებს 200 ბავშვი და 250 მოზრდილი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სპეციალისტი, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე აღიზრდება შეძლებს და დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს საჭირო უნარჩვევების შეძენაში და რეაბილიტაციაში. მე მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველა იმ განხორციელებული პროექტისთვის და მათი ხარისხისთვის, რომელიც მათ ასე ახასიათებთ“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს