გია ვოლსკის განცხადებით, სენატის მიერ მიღებულმა თავდაცვის ავტორიზაციის აქტმა ოპოზიციას „ცივი წყალი გადაასხა“

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, სენატის მიერ მიღებულმა თავდაცვის ავტორიზაციის აქტმა ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა.

„როგორც სენატში, ასევე კონგრესში მიღებულ იქნა დოკუმენტი, რომელმაც ცივი წყალი გადაასხა ამ ხალხს, რომელიც ფიქრობს, რომ როგორმე პრობლემა შეუქმნას საქართველოს, მათ შორის, კონგრესმენების თუ სენატორების მეშვეობით. ვერ ხორციელდება ეს გეგმა. მეორე ცივი წყალი იყო კიდევ, როცა გამოქვეყნდა მონაცემები კრიმინოგენური მდგომარეობის თაობაზე. 50 პუნქტით გაიუმჯობესა საქართველომ ამ მხრივ მდგომარეობა და ევროპის განვითარებულ ქვეყანათა შორის მე- 15 ადგილზეა, ეს არის ის ვითარება, რომელსაც ვუყურებთ, ამ მიმართულებას ემსახურება განცხადებები გინდა გომელაურის წინააღმდეგ, გინდა თითქოს უხარისხო გამოძიების საკითხებთან დაკავშირებით, იგივე სიტუაციაა ის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს აშშ- სა და საქართველოს ურთიერთობზე", - განაცხადა ვოლსკიმ.

აშშ–ს სენატმა 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს. იგი ეხმიანება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, გამოყოფს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და ასევე აშშ-ს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას დაეხმაროს პარტნიორებს როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე არსებული საფრთხეების დასაძლევად მდგრადობის გაძლიერების კუთხით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო