თბილისის მერია და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ურბანული მობილობის სფეროში ითანამშრომლებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურბანული მობილობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამწლიანი თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კარლ ფ. ტესტენსენმა მოაწერეს.

მაია ბითაძის განცხადებით, მემორანდუმით გათვალისწინებული სამწლიანი პროგრამა თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის. მერიის მუნიციპალიტეტთან და ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, სამწლიანი პროგრამა იწყება, რათა ერთობლივად, კვლავ გაძლიერდეს შესაძლებლობები, ადამიანური რესურსი და ტექნოლოგიები იმისთვის, რომ თბილისში სატრანსპორტო სისტემა გამართული იყოს და ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამებოდეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

GIZ-ის ოფისის ხელმძღვანელმა მემორანდუმის მიზნების წარმატებით განსახორციელებლად, ქართულ მხარესთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის სხვადასხვა მიმართულებით, ინტენსიური თანამშრომლობა არსებობს. ჩვენს ორგანიზაციასა და თბილისის მერიას შორის ურბანული მობილობის გასაძლიერებლად დღეს გაფორმებული მემორანდუმიც ერთ-ერთი დასტურია იმისა, რამდენად ნაყოფიერი და მჭიდროა ჩვენ შორის არსებული თანამშრომლობა. მომავალში ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ვისურვებდი. თუ თვალს გადავავლებთ მემორანდუმის საკითხებს, ვნახავთ, რომ ის ეხება ქალაქებში, მათ შორის, თბილისში, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. მდგრადი მობილობა ცხოვრების დონის ერთ-ერთი განმსაზღვრელია და ის გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ისეთ ქალაქებში, რომლებშიც კვლავ მზარდია ტრანსპორტის ცირკულაციისგან გამოწვეული წნეხი. დარწმუნებული ვარ, დღეს გადადგმული ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი თბილისისთვის ამ მიმართულებით წარმატებასა და სასარგებლო შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა კარლ ფ. ტესტენსენმა.

მხარეებს შორის მემორანდუმი რეგიონული პროექტის - „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში“ (Mobility4Cities) ფარგლებში გაფორმდა და მიზნად ისახავს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერას ურბანული მობილობის სფეროში დაგეგმილი აქტივობების ეფექტური განხორციელებისთვის. მათ შორისაა, ღონისძიებები გონიერი სატრანსპორტო სისტემის დანერგვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის ოპტიმიზაციის, კერძო სექტორთან დიალოგის მხარდაჭერისა და სამხრეთ კავკასიის ქალაქებს შორის მობილობასთან დაკავშირებული ინოვაციური საკითხების გაცვლის მიმართულებით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო