ბორის ჯონსონი - საიდანაც უნდა მოსულიყო კორონავირუსი: ღამურადან თუ სხვა რამისგან, ის ძალიან საძაგელი რამ იყო კაცობრიობისთვის

საიდანაც უნდა მოსულიყო კორონავირუსი: ღამურადან თუ სხვა რამისგან, ის ძალიან, ძალიან საძაგელი რამ იყო კაცობრიობისთვის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა კორონავირუსის კრიზისს, დაახლოებით 2021 წლის შუა პერიოდისთვის დაძლევს.

„ვფიქრობ, მომავალი წლის შუა პერიოდისთვის კრიზისს უკან ჩამოვიტოვებთ“, -აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ცნობისათვის, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო გაერთიანებულ სამეფოში რეგულაციები გამკაცრდა. ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დღეიდან მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 297 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 45 554 ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო:ბორის ჯონსონი - საიდანაც უნდა მოსულიყო კორონავირუსი: ღამურადან თუ სხვა რამისგან, ის ძალიან საძაგელი რამ იყო კაცობრიობისთვის

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს