მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე ფერმერებს სემინარი ჩაუტარდათ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე, ადგილობრივ მეფუტკრე-ფერმერებს სურსათის უვნებლობაზე, სკების რეგისტრაციაზე, ფუტკრის დაავადებებსა და დედა ფუტკრის ექსპორტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს და კავკასიის მეფუტკრეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სემინარი ჩაუტარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა სტუმრებს მუხურის მეფუტკრეობის ბაზა დაათვალიერებინეს და ქართული რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის სასელექციო სამუშაოები გააცნეს. ბაზაზე ენდემური პოპულაციების შენარჩუნების და გავრცელების სამუშაოების გარდა, მეგრული პოპულაციის ნარევი ფუტკრისგან გაწმენდის სამუშაოებიც მიმდინარეობს.

მუხურის მეფუტკრეობის ბაზა 2017 წლის ბოლოს გაიხსნა, ბაზაზე ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის სისტემატურად ეწყობა სემინარები ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა