აია-სოფიაში, 86 წლის შემდეგ პირველად, მუსლიმთა პარასკევის ლოცვას ერდოღანიც ესწრება

სტამბოლში, აია-სოფიაში, 86 წლის შემდეგ პირველად, მუსლიმთა პარასკევის ლოცვა სრულდება. თურქული მედიის ინფორმაციით, პარასკევის ლოცვას ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ესწრება, რომელიც აია-სოფიაში რამდენიმე მინისტრთან ერთად მივიდა.

დილიდან აია-სოფიასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უამრავი პოლიციელია მობილიზებული.

შეგახსენებთ, ივლისის დასაწყისში თურქეთის სასამართლომ აია- სოფიას მუზეუმის სტატუსი გააუქმა. 10 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

იხილეთ ვიდეო:აია-სოფიაში, 86 წლის შემდეგ პირველად, მუსლიმთა პარასკევის ლოცვა გაიმართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა