ირანში კორონავირუსის 2 489 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 215 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში კორონავირუსის 2 489 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 286 523-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ირანში „კოვიდ 19“-ს კიდევ 215 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 15 289-ს მიაღწია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 3 653 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ირანი მე-11 ადგილზე დგას მსოფლიოში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო