მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგია ეკონომიკის ექსპერტებთან განიხილა

გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულ უამრავ გამოწვევასთან ერთად, საქართველოსთვის ეკონომიკური და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით სხვადასხვა შესაძლებლობა იქმნება, - ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა და სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა ეკონომიკის ექსპერტებთან განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას იმსჯელეს იმ სექტორებზე, რომლებსაც საქართველოში ინვესტიცირების კუთხით, მეტი უპირატესობა აქვს.

საუბარი შეეხო იმ მსხვილ უცხოურ კომპანიებთან კომუნიკაციას, რომლებიც, შესაძლოა, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდნენ. აღინიშნა, რომ მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს 400-მდე კომპანიასთან, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსა და იმ დადებით მხარეებს აცნობს, რომელსაც მათ ქვეყნის ეკონომიკა სთავაზობს.

მათივე ინფორმაციით, მსჯელობისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ის სტრატეგია და ღონისძიებები, რომელსაც ქვეყანა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით განახორციელებს, შესაბამისად, ამ პროცესში ანალიტიკოსებისა და ექსპერტების რეკომენდაციებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლო სტიმულებზე, რაც შეიძლება საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო პოლიტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით განახორციელოს.

ამ საკითხზე ეკონომისტებმა და ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარადგინეს მოსაზრებები, რომელთა დიდი ნაწილი საბოლოო სტრატეგიაში აისახება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს