კახა კუჭავა - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ოპონენტების მცდელობის გაზიარება დააზიანებდა ქვეყანას და არა მმართველ პარტიას

პარლამენტის ვიცე- სპიკერის კახა კუჭავას განცხადებით, იყო გარკვეული მცდელობები, რომ აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში კონკრეტული გვარები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია შეტანილიყო.

კუჭავას თქმით, ოპონენტების ეს მცდელობა აშშ-ში არ გაიზიარეს, რაც მისივე შეფასებით, დააზიანებდა ქვეყანას და არა მმართველ პარტიას.

„მოხარულები ვართ, რომ საბოლოოდ შეჯერდა ვერსია, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია საქართველო ამერიკისთვის. განსაკუთრებული ხაზგასმაა იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და რითაც წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული შავი ზღვის რეგიონებსა და იმ ქვეყნებზე, სადაც ამერიკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და სენსიტიურია. ამერიკის მხრიდან ცალსახად ხაზგასმულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მთლიანობა და ის პრობლები, რაც დაკავშირებულია მეზობელ ქვეყანასთან, ოკუპაციასთან. გახსოვთ, რომ ოპოზიციის მხრიდან მცდელობა იყო თავიანთი ლობისტების გამოყენებით ქვეყნისთვის არასახარბიელო ჩანაწერები გაკეთებულიყო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სენატორ რიშსა და ინჰოფს, რომელთა მხარდაჭერითაც საბოლოოდ ის ვერსია გავიდა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მაღალი დონის მხარდამჭერი. ეს ხაზს უსვამს, თუ რამდენად სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში და არა მხოლოდ. სამწუხაროა, როცა ოპოზიციისგან მსგავს მცდელობებს ვხედავთ, მაგრამ სასიხარულოა, როცა მათი მხრიდან ქვეყნისთვის საზიანო მცდელობები არ გაიზიარეს. მითითებული არ არის არც გვარები, არც ტერმინები, რის შეტანასაც ოპოზიციური სპექტრი ცდილობდა. ეს დააზიანებდა არა მმართველ პარტიას, არამედ ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, აშშ–ს სენატმა 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს. იგი ეხმიანება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, გამოყოფს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და ასევე აშშ-ს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას დაეხმაროს პარტნიორებს როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე არსებული საფრთხეების დასაძლევად მდგრადობის გაძლიერების კუთხით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა