ადვოკატის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეზე არასრულწოვნების მიმართ გამოძიება დასრულდა, რაც ნიშნავს, რომ მათთვის ბრალის დამძიმება ვერ მოხდება

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის, ზაქრო გვიშიანის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე არასრულწოვნების მიმართ გამოძიება დასრულდა და საქმე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში სრულად გადაიგზავნება.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმის წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს არის ჩანიშნული.

„დღევანდელ დღეს დასრულდა გამოძიება, მხარეებმა გავცვალეთ მასალები, დღევანდელ დღეს გადაიგზავნება საქმე სრულად მცხეთის რაიონულ სასამართლოში და 31 ივლისს ჩაინიშნება წინასასამართლო სხდომა, სადაც განიხილება საკითხები მტკიცებულების დასაშვებობის, სადავობის და ასევე შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე,“ - განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

მისივე განცხადებით, რადგან გამოძიება დასრულებულია, ამ საქმის ფარგლებში ბრალის დამძიმება ვერ მოხდება და შესაძლოა, შეიცვალოს მხოლოდ საქმის კვალიფიკაცია.

„ჩემი მხრიდან გადავეცი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებმაც ჩამოიყვანეს თბილისში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მეორე არასრულწლოვანი ავტოსტოპით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ის კონფლიქტს ბოლო ნაწილში შეესწრო, რა დროსაც მიიღო დაზიანებები. მან სიბნელის გამო ვერ გაარჩია თუ ვინ მიაყენა დაზიანება. რადგანაც დღეს დასრულდა გამოძიება, ვერ მოხდება ბრალის დამძიმება ამ საქმის ფარგლებში. შესაძლოა, კვალიფიკაცია შეიცვალოს, მაგრამ ბრალის დამძიმება არ ხდება,“ - აღნიშნა ზაქრო გვიშიანმა.

ცნობისთცის, ლ.შ.-ს ბრალი 225-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. დაკავებულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა