დავით სერგეენკო - მამუკა ბახტაძის სიაში ყოფნის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის

მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის , - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილმა მინისტრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, საარჩევნო სიაში მამუკა ბახტაძის კანდიდატურის განხილვა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის.

„პროპორციულ სიაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მიდის ბოლო კონსულტაციები, ისევე როგორც მაჟორიტარების შემთხვევაში, საბოლოო სურათი გამოიკვეთა გადაწყვეტილების გაცხადებამდე 2 კვირით ადრე. მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მამუკა ბახტაძის და გუნდის პოზიციას აქვს მნიშვნელობა“, - განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს დაასახელა. კანდიდატების წარდგენას ესწრებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა