პროკურატურა - შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანთა მიმართ სასამართლოში არსებითი განხილვის  დაწყება, არ გამორიცხავს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მათთვის ახალი ბრალდების წარდგენას

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე არასრულწლოვნების მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, გამოძიების დასრულება და არსებითი განხილვის სასამართლოში დაწყება, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ გამორიცხავს შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მათთვის ახალი ბრალდების წარდგენას, - ამის შესახებ არასრულწლოვანთა საქმეზე წინა სასამართლო სხდომის გამართვის თაობაზე კომენტირებისას საქართველოს პროკურატურაში განაცხადეს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად, სავალდებულოა მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არაუგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათი ბრალდების საქმე, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, უკვე განსაზღვრულ ვადაში არსებითი განხილვისთვის წარიმართება სასამართლოში.

აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს, შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მათთვის ახალი ბრალდების წარდგენას“ , - განმარტავენ საქართველოს პროკურატურაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო