მედია - მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული და სომხური დიასპორის წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან

რუსული მედია დედაქალაქ მოსკოვში რამდენიმე ლოკაციაზე, სომხური და აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების შესახებ იუწყება.

მათი ინფორმაციით, დღის განმავლობაში მათი დაჯგუფებები იმ მაღაზიებისა და რესტორნების ვიტრინებს ამსხვრევენ, რომელთა მეპატრონეების წარმომავლობაც მათთვის არის ცნობილი. ფიზიკური დაპირისპირება მოსკოვის სხვადასხვა რაიონებში მოხდა.

პოლიციამ საქმეები აღძრა ხულიგნობის ფაქტებზე. ამ დროისთვის დაკავებული 25 ადამიანი.

სააგენტო „ტასსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დიასპორების წარმომადგენლები ძარცვავენ კაფეებს, აზიანებენ ავტომანქანებს და სხვა პირად ქონებას.

მოსკოვის პოლიციის სამმართველოში განაცხადეს, რომ დაუყოვნებლივ აღკვეთენ ჯგუფური დანაშაულის ნებისმიერ გამოვლინებას და დამნაშავეებს კანონით გათვალისწინებული სასჯელი ემუქრებათ.

„გარდა ამისა, რუსეთის საიმიგრაციო კანონმდებლობით უცხოეთის მოქალაქეების მიმართ მიიღებენ ზომებს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას 5 წლის ვადით კრძალავს“, - განაცხადეს პოლიციის სამმართველოს პრესსამსახურში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა