მთავრობის ადმინისტრაციასთან ,,ლელო საქართველოსთვის” ქალთა საბჭოს ორგანიზებით, სოლიდარობის აქცია - ,,შვილების გადასარჩენად” გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ქალთა საბჭოს ორგანიზებით, სოლიდარობის აქცია - ,,შვილების გადასარჩენად” გაიმართა.

აქციის წევრების მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის და გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომა იყო. მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან სიმბოლურად თეთრი ძაფები დატოვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღეს ქვეყანაში საქმეები თეთრი ძაფებით იკერება.

,,ლელო საქართველოსთვის” ქალთა საბჭოს ორგანიზებით დედები შევიკრიბეთ კანცელარიის წინ შვილების გადასარჩენად. ,,ქართულმა ოცნებამ” განამტკიცა ის უსამართლო სამართალდამცავი სისტემა, რომელიც მიიღო 2012 წელს და თავისი დაპირება სამართლიანი ქვეყნის შესახებ აქცია ყალბ დაპირებად. დღეს მოვითხოვეთ შსს მინისტრის და გენერალური პროკურორის გადადგომა, არა იმიტომ რომ მხოლოდ ეს ორი ადამიანი ცვლის ამ სისტემას და მათით არის განპირობებული ჩავარდნა, არამედ ვფიქრობთ, რომ პერსონალური პასუხისმგებლობის პრეცედენტები ამ ქვეყანაში შესაქმნელია. ჩვენ მივიტანეთ თეთრი ძაფები კანცელარიასთან იმიტომ, რომ დღეს თეთრი ძაფებით იკერება საქმეები და სამართალდამცავი ორგანოები სიმართლის დადგენის ნაცვლად ემსახურებიან საქმეების ჩაფარცხვას. ვერცერთი მშობელი დღეს მშვიდად ვერ ზის სახლში, სიკვდილი შემოდის სახლებში და ეხება ყველაზე ძვირფასს - შვილს. ასეთ ვითარებაში გაჩერების უფლება არ გვაქვს”, - განაცხადა ,,ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო