ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერი გაიხსნა

ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერი გაიხსნა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასრულებული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარმა დიმიტრი მხეიძემ და სულხან-საბა, ვაკისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში მამუკა რიჟამაძემ დაათვალიერეს.

სკვერის ტერიტორიაზე გაშენდა მწვანე დეკორატიული ნარგავები, მოეწყო მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, შესაბამისი განათების სისტემა, დაიდგა ძელსკამები და მოწესრიგდა საპარკე ინფრასტრუქტურა.

"სამუშაოები, რომლის ღირებულებაა 485 113 ლარი, გასული წლის ნოემბერში დაიწყო და შპს „ნიუ სთაილმა“ შეასრულა.

ავანგარდის დასახლებაში აქამდე ფაქტობრივად მსგავსი სარეკრეაციო ზონა არ არსებობდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია