აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ოთხ აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ქვეყანაში რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებზე ფასის შემცირებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„4 აღმასრულებელი განკარგულება, რომელსაც დღეს ხელს ვაწერ, რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ბაზრის სრულ რესტუქტურიზაციას მოახდენს,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, სამშაბათს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.
ცნობისათვის, დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩევის დროიდან აკრიტიკებდა მათ, ვინც ქვეყანაში მედიკამენტების ფასებს ადგენს და იძლეოდა დაპირებას, რომ „ასტრონომიული“ ფასების შესამცირებლად რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამდა.