აგრარული ბაზრების მონიტორინგი მიმდინარეობს

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო, შრომის და თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასთან და შემოსავლების სამსახურთან ერთად სხვადასხვა ობიექტს ამოწმებს. აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აგრარული ბაზრების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

„მაკონტროლებელი უწყებები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აცნობენ, რაც მომხმარებლის ნაკადის რეგულირებას, დისტანციის დაცვას, თერმოსკრინინგს, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, მომხმარებლისა და პერსონალის შესაბამისი დამცავი საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს. იმ ობიექტებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მომატებული საფრთხე და პრევენციისთვის შეუსაბამო ვითარება გამოვლინდა, გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების წესების დაცვაზე მონიტორინგის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებში სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს ამოწმებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრების მონიტორინგი მიმდინარეობს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა