რუსლან აბაშიძე ბათუმში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბათუმის წამომადგენლობაში გაიმართა.

„დევნილებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელიც აფხაზეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ასევე, იმსჯელეს იმ პრობლემურ საკითხებზე რომელთა მოგვარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უშუალო ჩართულობით და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობით იქნება შესაძლებელი.

შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს