დავით ბაქრაძე - ოქტომბრის არჩევნები წყალგამყოფია, ან   ვირჩევთ  „ოცნებას’’ და ვაგრძელებთ პრობლემებში ცხოვრებას, ან ვირჩევთ ცვლილებებს

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე და ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგი წერეთელი, თერჯოლაში მხარდამჭერებს შეხვდნენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ’’ევროპული საქართველო’’ მზად არის წინა ხაზზე დადგეს და ყველა ის პრობლემა მოაგვაროს, რომელიც 8 წლის მანძილზე დაგროვდა.

ბაქრაძის განცხადებით, ოქტომბრის არჩევნები არის წყალგამყოფი, სადაც ხალხმა უნდა აირჩიოს ცვლილებები, რათა ქვეყანა წავიდეს წინ და გაუმჯობესდეს მოსახლეობის ცხოვრება.

„თერჯოლაშიც და მთელ საქართველოში, ადამიანებს აწუხებთ უმუშევრობა, სიღარიბე , გაზრდილი ფასები. ამიტომ, ოქტომბრის არჩევნები ეს არის წყალგამყოფი, ან ჩვენ ავირჩევთ „ქართულ ოცნებას“ და გავაგრძელებთ იმავე და უარეს პრობლემებში ცხოვრებას, რაც შეიქმნა ბოლო 8 წლის განმავლობაში, ან ავირჩევთ ცვლილებებს, წავიყვანთ ქვეყანას წინ და გავაუმჯობესებთ ცხოვრებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობას სჭირდება ცვლილებები, მოსახლეობას სჭირდება უკეთესობა და ამ გეგმებით ერთვება პოლიტიკურ ბრძოლაში „ევროპული საქართველო“. ჩვენ მზად ვართ ცვლილებების წინა ხაზზე ვიყოთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ხედვა, როგორ მოვაგვაროთ პრობლემები. პირველ რიგში, ეკონომიკური პრობლემები, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო