კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია

საქართველოში კორონავირუსი 2 სამედიცინო პერსონალს დაუდგინდა,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარიან ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 24 საათში გამოვლენილი 13 ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

„24 საათში საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაგვემატა და არის 1117 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყო 912, დაგვემატა 5 და გახდა 917. კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 222 ადამიანი. 13 პაციენტიდან 3-ის ინფიცირების წყარო არის ლილოს ბაზრობა, ერთის ინფიცირების წყაროა გაჩიანი, 5 არის იმპორტირებული, აქედან 4 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. 2 არის სამედიცინო პერსონალი. 1 შემთხვევაზე კონტაქტების და წყაროს მოკვლევა გრძელდება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება, ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში 39 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

„ დაგვემატა 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთლდა 2. დღეის მონაცემებით 39 დადასტურებული შემთხვევა გახლავთ ჩვენ ცენტრში. 3 ახალი შემთხვევიდან 2 იმპორტირებულია, ერთი კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან. კვლავ რჩება 2 მძიმე პაციენტი“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1117-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 5-ით გაიზარდა და 917-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6 186 მოქალაქე იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა