სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 383 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 36 996-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 700 -ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 26 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 833 ადამიანს კი მკურნალობა ამჟამად უტარდება.