კორონავირუსით  ინფიცირებული 2 სამედიცინო პერსონალიდან, ერთი ინგოროყვას კლინიკის ექიმია

კორონავირუსით ინფიცირებული 2 სამედიცინო პერსონალიდან, ერთი ინგოროყვას კლინიკის ექიმია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის“, ე.წ. ინგოროყვას კლინიკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირებულ მედიკოსთან ცვლაში მომუშავე პერსონალი კარანტინშია გადაყვანილი.

„მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ერთ-ერთ ექიმს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. შესაბამისად, მის ცვლაში მომუშავე სამედიცინო პერსონალი სრულად გადაყვანილია კარანტინის რეჟიმში. ეპიდემიოლოგიური რუკის მიხედვით გამოვლენილი იქნა ყველა საეჭვო კონტაქტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად ჩატარებულია ტესტირება კოვიდინფექციაზე.

ჩატარებულია დეზინფექცია რეკომენდაციების მიხედვით და შესაბამისი დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი სრულად დაკომპლექტდა განახლებული სპეციალისტებით. კლინიკა შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას“,-განუცხადეს „ინეტრპრესნიუსს“ კლინიკაში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1117-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 5-ით გაიზარდა და 917-ს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო