251 დევნილ ოჯახს თბილისში ბინა გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 251 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს თბილისში, საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ბინები განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.

„თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს კიდევ 251 დევნილ ოჯახს გადავცემთ. კომისიის გადაწყვეტილებით, ბინებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ თბილისში, 1000-მდე ბინა გავანაწილეთ და ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება თბილისში, თამარაშვილის ქ.N15ა-ში, სააგენტოს შენობაში, 27 და 28 ივლისს გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა