აშშ-ს ფედერალური აგენტები და სამართალდამცველები ჰიუსტონში მდებარე ჩინეთის საკონსულოში შევიდნენ

აშშ-ს ფედერალური აგენტები და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ჰიუსტონში მდებარე ჩინეთის საკონსულოში შევიდნენ, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ჩინეთს აღნიშნული საკონსულოს დახურვა მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. CNN-ის ცნობით, რამდენიმე სატვირთო მანქანა და ფურგონი ტერიტორიაზე საკონსულოს დახურვის ვადის ამოწურვის შემდეგ შევიდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების“ დაცვაა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამშაბათს აშშ-მ ჩინეთს 72 საათი მისცა ჰიუსტონის საკონსულოში ყველა ოპერაციისა და ღონისძიების შესაწყვეტად. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ნაბიჯს ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის "უპრეცედენტო ესკალაცია" უწოდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო