ლია მუხაშავრია - თუ თავად „ოცნება“ არ მოიცილებს გომელაურს, მოუწევს, იძულებით დაემშვიდობოს გახარიას

თუკი გომელაურის გადადგომის მოთხოვნაზე რეაგირება დაგვიანდება, გარწმუნებთ, ის გახარიას გადადგომის მოთხოვნაში გადაიზრდება, - ამის შესახებ უფლებადამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლია მუხაშავრიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მუხაშავრიას თქმით, თუ თავად „ქართული ოცნება“ არ მოიცილებს გომელაურს, მოუწევს, იძულებით დაემშვიდობოს გახარიას.

„თუ კარგად დავფიქრდებით, ამ რამდენიმე თვეში გომელაურისა და გახარიას სათავეში ყოფნისას, გარწმუნებთ, ბევრი, არანაკლები უბედურება შეიძლება მოხდეს, კიდევ რამდენიმე ახალგაზრდის სიცოცხლე შეწყვიტონ მოძალადეებმა, ამიტომ დაყოვნება და ლოდინი ძალიან სახიფათოა. ბოლოს და ბოლოს სამი ათეული წელია დამოუკიდებლობის შემდეგ რაღაცას კარგს ველოდებით და უფრო და უფრო უარესს კი ვიღებთ.

ვფიქრობ, დროის ლიმიტი ამოწურულია როგორც გომელაურისთვის, ისე გახარიასთვის და „ქართული ოცნებისთვის.“ თუ თავად „ქართული ოცნება“ არ მოიცილებს გომელაურს, მოუწევს, იძულებით დაემშვიდობოს გახარიას და მაშინ ყველა გეგმა, რაც გახარიას წყალობით არჩვენებში რაიმეს მიღწევას გულისხმობს, წყალში ეყრება. ამიტომ, ვფიქრობ, თავად „ოცნებამ“ უნდა იმოქმედოს და თან დაუყოვნებლივ“,- განაცხადა მუხაშავრიამ.

იხილეთ სრულად

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო