ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ანაბრებთან დაკავშირებით მოთხოვნა ყველა ბანკში გაგზავნილია და დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის ანაბრებთან დაკავშირებით მოთხოვნა ყველა ბანკში გაგზავნილია და დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს.

როგორც „პალიტრანიუსთან“ საუბარში მიხეილ რამიშვილი განმარტავს, მისთვის უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხა ინახებოდა ბაჩალიაშვილის ანაბარზე და კონკრეტულად ვის გულისხმობდა, ის, რომ ეს თანხა გამოეყენებინა.

ამასთან, ადვოკატისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ უთხრა გარდაცვლილის მამას, რომ მის შვილს პრობლემები ჰქონდა.

„მე ვერ გეტყვით, ეს გამომძიებელია, რიგითი პოლიციელი, თუ თანამდებობის პირი, ამაზე კონკრეტულად მამა გასცემს პასუხს, როცა ის საგამოძიებო ორგანოებში მივა. წარმოდგენა არ მაქვს რა პრობლემაზეა საუბარი, იმ პიროვნებამ მამას დაურეკა და უთხრა - „თქვენი შვილი შარებშიაო“. ამასთან, წერილი არ ყოფილა, ეს იყო ფერად ფურცელზე დაწერილი - ჩემ ანაბარზე არსებული თანხა გამოიყენეთო, ვისი მისამართით არის დაწერილი, ვინ უნდა გამოიყენოს, რომელ ანაბარზეა საუბარი, ვერ გეტყვით, ამას ექსპერტიზა დაადგენს. მოთხოვნა გაგზავნილია ყველა ბანკში და იქიდან როცა პასუხი მოვა, გავეცნობი და გეტყვით“, - აცხადებს რამიშვილი.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ანაბრებთან დაკავშირებით მოთხოვნა ყველა ბანკში გაგზავნილია და დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა