კრემლი აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს  „სიმართლის დამახინჯებაში" ადანაშაულებს

კრემლი რუსულ სატელიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა „სიმართლე დაამახინჯეს". აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მტკიცებით, რუსეთმა ანტისატელიტური იარაღი კოსმოსში გამოცადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტესტი, რომელიც 15 ივლისს განხორციელდა, სხვა კოსმოსური ხომალდებისთვის საფრთხის შემცველი არ ყოფილა და არც საერთაშორისო კანონმდებლობა დაურღვევია.

აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა სატელიტური საქმიანობის შესახებ შეშფოთება გამოთქვეს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა, რომ აკვირდებოდა რუსეთის იმ ქმედებას, რომელიც "შეიძლება, ანტისატელიტური შეიარაღება აღმოჩნდეს".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო